loader

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც... "სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც... "სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს" - ამის შესახებ"ტაბულას" დამფუძნებელი, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მათი "სულელური გეგმა" ჩაიფუშა.

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც...

ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა, ბევრი ხალხი უდგათო, "სრული მხარდაჭერა" აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძის და "სირცხვილიას", ჩემი რწმენით და თქმით, სულელურ გეგმას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა.

ახლა დგანან, "სირცხვილიას" აგინებენ.

"სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს.

აი, დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ?

P.S. მე გეტყვით, რატომ, უპასუხისმგებლოები, უსინდისოები და უტვინოები ხართ", - წერს ჩერგოლეიშვილი.