loader

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - Naec-ი ეროვნული გა­მოც­დე­ბის ერთ-ერთი დავალების შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - Naec-ი ეროვნული გა­მოც­დე­ბის ერთ-ერთი დავალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - ერთიანი ეროვნული გა­მოც­დე­ბის ამ დავალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (naec) განცხადებას ავრცელებს.

naec-ის ცნობით, აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები "ამაყი", რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას ეხება, გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება კი კატეგორიულად მიუღებელია.

"ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ვინაიდან დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ, ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი შეფასებებისგან. მანამდე კი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს", - ნათქვამია naec-ის განცხადებაში.