loader

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - “ამას ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - “ამას ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს“

“მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითი დღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოწინააღმდეგის გატეხა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს, მაგრამ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს.

„ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს - ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.