loader

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია აქციების პარალელურად დაწესდეს სამოქალაქო მონიტორინგი ყველა იმ საკითხზე, რაც ხელისუფლებამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადადგას, პროცესში კი პოლიტიკოსები მაშინ ჩაერთონ, როცა საქმე პარლამენტამდე მივა.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროცესი ქუჩაში აქციებით სამოქალაქო სექტორმა უნდა მართოს, პარლამენტში კი პოლიტიკოსები გააქტიურდნენ.

რაც შეეხება პროცესის მართვას, როგორც მაჭავარიანი ამბობს, არ არის აუცილებელი, კონკრეტული გეგმები არსებობდეს და ეს გეგმები არც 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს ჰქონია ოპოზიციას და არც მოგვიანებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციისას.

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, 2003 წლის 22 ნოემბრის დილას არავინ ფიქრობდა, რომ პარლამენტის სხდომა ჩაინიშნებოდა, ჩვენ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და მიშა სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა.

ისევე, როგორც "გავრილოვის ღამეს" არავინ მოელოდა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა ხელისუფლება. მესმის ადამიანების, რომ მათ უნდათ, კონკრეტული გეგმა იყოს გაწერილი, მაგრამ ასეთი გეგმის დაწერა და ამაზე საუბარი საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში რთულია. ჩემთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, როგორ შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.