loader

“ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ...“ - გოგონას დედა, რომელსაც უკვე მეხუთე დღეა ეძებენ, მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ...“ - გოგონას დედა, რომელსაც უკვე მეხუთე დღეა ეძებენ, მიმართვას ავრცელებს

უკვე მეხუთე დღეა დედა თავის ქალიშვილს, ლიკა გიორგობიანს ეძებს:

“ისევ ვეძებ ჩემს შვილს, უკვე მე-5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს. ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი, შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული.

ლიკუნა, დედი, მჯერა, რომ შენ ჩემს ნაწერს კითხულობ და დამიბრუნდები, შემიცოდებ, რადგან იცი, რომ მე უშენოდ მოვკვდები. გთხოვ, როგორმე შემეხმიანე, ნუ მტანჯავ და ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს. მე შენ გვერდით ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. გთხოვ, ნუ გამწირავ, გაიხსენე ჩვენი ცხოვრების ბედნიერი წუთები და ყველაფერი ცუდი დავიწყებას მიეცემა. გელოდები, გამოჩნდი, რომ გულში ჩაგიკრა... “ - წერს ხათუნა გიორგობიანი და შვილის ფოტოებს ავრცელებს.