loader

“შეცდომა ბევრს მოსდის და ეს თვალნათლივ გამოჩნდა!“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეცდომა ბევრს მოსდის და ეს თვალნათლივ გამოჩნდა!“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

“ახლა ნიჰილიზმის დათესვის დრო არ არის. ეს ნიშნავს, რომ პუტინი დარჩეს სათავეში.

დიახ, შეცდომა ბევრს მოსდის და ეს თვალნათლივ გამოჩნდა ნებსით თუ უნებლიეთ. არც ამას გავარჩევ ახლა (შეიძლება ვიცი, მაგრამ არ ვარჩევ). შეცდომები კი მოსდით მათ, ვინც მოქმედებაშია, უმოქმედო - მკვდარია მხოლოდ და უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა. მოქმედებაში უნდა მოვიდეს ყველა, უნდა იმოქმედოთ და კიდევ: გაერთიანება ჰქვია, როცა ყველა ერთიანდება, პოლიტიკოსიც, არაპოლიტიკოსიც, რიგითი მოქალაქეების უშუალო ჩართვა პროცესში, მიკროფონთან თუ ისე, ყველა ერთად, აი, ამას ჰქვია გაერთიანება.

ახლა გაერთიანების დროა, ოღონდ სიტყვა "გაერთიანება" თითის ქნევას და დღის წესრიგის კარნახს ერთი ჯგუფის მიერ ან ერთი პოლიტიკოსის მიერ, გამორიცხავს. ძალა ერთობაშია, თორემ საქართველო ისტორიულ მარცხს იწვნევს და ეს მართლა სირცხვილი იქნება. ახლა დამუნათების დრო არ არის, არა!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.