loader

"მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას! თუ რამე არის ახლა სუს-ის და ბიძინას საქმე, "სირცხვილიას" დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას! თუ რამე არის ახლა სუს-ის და ბიძინას საქმე, "სირცხვილიას" დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"თუ რამე არის ახლა სუს-ის და ბიძინას საქმე, "სირცხვილიას" დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა იწყება პროცესები, რომლებიც არ იქნება ერთდღიანი.

"რამდენი დარჩით გუშინ კანცელარიასთან? "სირცხვილია" იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით.

მოგება ყველასია და წაგება მხოლოდ "სირცხვილიასი"?! ახლა იწყება პროცესები, მეგობრებო, რომლებიც არ იქნება ერთდღიანი. ხან დაღმასვლა იქნება, ხან ზემოთ წავალთ და გავიმარჯვებთ, თუ ერთად ვიქნებით.

მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას!

წინ დიდი გზაა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ! წამოვდგეთ ახლა, დავიფერთხოთ, მოვწესრიგდეთ და გავაგრძელეთ სვლა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.