loader

"რაც მეტი ადამიანი იხმაურებს, რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას" - მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც მეტი ადამიანი იხმაურებს, რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას" - მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, დასრულდა. აქციის მონაწილეები დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურით, სტვენითა და შეძახილებით ცდილობდნენ პროტესტის გამოხატვას. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანი იყო ის, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხალხის ხმა გაეგონებინათ.

როგორც "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ პროტესტი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება.