loader

რა ხდება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან? - კადრები ადგილიდან

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეების ნაწილმა მთელი ღამე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ჯებირებია აღმართული.

აქციის მონაწილეებს დაგეგმილი აქვთ, რომ დღეს მთავრობის სხდომის ჩატარებას შეუშალონ ხელი, რომელიც ტრადიციულად, ორშაბათობით იმართება.

ინფორმაციისთვის, აქციის ორგანიზატორების მიერ თავდაპირველად დაანონსდა, რომ ღამეს პარლამენტთან გაათევდნენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კი მსვლელობით დილით გადავიდოდნენ, თუმცა გადაწყვეტილება წუხელვე შეიცვალა და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ნაცვლად, ღამის გათენება მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაწყდა.

ვიდეო: "მთავარი არხი"