“ეს ბოლო დროში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა! არიან გარდაცვლილები“ - სლავიანსკიდან მძიმე კადრები ვრცელდება
ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონის ქ. სლავიანსკი დაბომბეს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაიბომბა საცხოვრებელი სახლები.
ქალაქის მერის, ვადიმ ლიახის განცხადებით, ეს ბოლო დროში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა. არიან გარდაცვლილები.