კადრები ყველაზე შოკისმომგვრელი ქორწილიდან - მექსიკაში, ერთ-ერთი ქალაქის მერი ნიანგზე დაქორწინდა
მექსიკაში, ქალაქ სან პედრო ჰუამელულას მერი ვიქტორ ჰუგო სოსა ტრადიციული რიტუალის ფარგლებში ალიგატორზე დაქორწინდა.
უძველესი რიტუალის მიზანი სიუხვის უზრუნველყოფაა. 7 წლის რეპტილიას მოიხსენიებენ როგორ „პატარა პრინცესას“, ღვთაებას წარმოადგენს, მისი და ადგილობრივი ლიდერის „ქორწილი“ კი ღმერთებისა და ადამიანების ერთობლიობის სიმბოლოა.