კადრები ზესტაფონიდან, სადაც ძლიერი წვიმის გამო გზის სავალი ნაწილი ჩავარდა
ძლიერი წვიმის გამო ზესტაფონის რაიონში პრობლემა შეიქმნა.
უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივ მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს გადაადგილება.