loader

"ეს არის გაუგონარი... ასეთი რაღაცა ჩვენს ეზოში არ მომხდარა" - რას ამბობენ მეზობლები ქუთაისში კაცის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის გაუგონარი... ასეთი რაღაცა ჩვენს ეზოში არ მომხდარა" - რას ამბობენ მეზობლები ქუთაისში კაცის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის შესახებ

ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ქალს ჭრილობა დანით მიაყენა.

36 წლის თიკო ტურაბელიძეს ყოფილი მეუღლე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე, ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საღამოს ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო: "ტვ პირველი"