loader

მთაწმინდაზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავეს, მათ შორის ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთაწმინდაზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავეს, მათ შორის ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო

პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც 2 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.

„ალტ-ინფოს" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.