ქუთაისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა
ფემიციდის მორიგი შემთხვევა ქუთაისში. ჭავჭავაძის გამზირზე კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება. დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
წყარო: "მთავარი არხი"