loader

“გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე: ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა აღელვებული ანრი ოხანაშვილი, კაცს ფერი არ ედო...“ - ბექა ოდიშარია სკანდალური დაპირისპირების დეტალებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე: ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა აღელვებული ანრი ოხანაშვილი, კაცს ფერი არ ედო...“ - ბექა ოდიშარია სკანდალური დაპირისპირების დეტალებს ასაჯაროებს

"გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე. რამდენიმე კოლეგა მივდიოდით გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით, ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს - კაცს ფერი არ ედო სახეზე. ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, რომ ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ 4 დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე. თქვენგან შეჩვეული ვართ ამ სიბინძურეს და ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა. ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენზე, შეფასებებზე, ფაქტებზე, ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდება კადრები", - განაცხადა ოდიშარიამ.