"ზუსტად ვიცი, რაც იყო... ოხანაშვილს ეტყობა გულში ეს ჰქონდა ჩადებული" - ვატო წერეთელი
"ზუსტად ვიცი, რაც იყო... ოხანაშვილს ეტყობა გულში ეს ჰქონდა ჩადებული. შარშან ლექსო ლაშქარავაზე რომ მომიხდა შელაპარაკება და დაიკიდა სამშობლოც, ღირსებაც და მოახდინა ჯგუფური თავდასხმა" - ამის შესახებ ვატო წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები... ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ. წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!", - განაცხადა წერეთელმა.
"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას" ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".