loader

"ეს იყო შოკი... გამიყვანა გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია" -  ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო შოკი... გამიყვანა გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია" -  ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

"ვატო წერეთელმა გამიყვანა იქვე გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, რაც იყო წარმოუდგენელი რამ. მაშინვე დაიძრა სწრაფი ნაბიჯით და ხალხმრავლობაში გაქრა. ეს იყო პრაქტიკულად შოკი, რომ ასეთი უბინძურეს პროვოკაციას აკეთებს ადამიანი და აკეთებს აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე.

მან მიიღო ის პასუხი, რა პასუხიც მას ეკუთვნოდა, პასუხი, რომელსაც ნებისმიერი ქართველი კაცი, ვისაც გააჩნია ღირსება და ვისთვისაც ასეთი უბინძურესი პროვოკაცია არის შეურაცხმყოფელი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი", - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა "პოსტ tv"-ს განუცხადა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები... ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ. წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!", - განაცხადა წერეთელმა.