loader

მძიმე ვიდეო ოდესიდან - რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ვიდეო ოდესიდან - რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია

ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა Tu-22 ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით შავი ზღვის მხრიდან სამი X-22 რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 31 პირი, მათ შორის, 4 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.