loader

"ვაჩვენოთ სურათი, ვინ არის... ყოფილი "ნაციონალია", მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცა არის საცემი ან საქმეებია გასარჩევი..." - ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაჩვენოთ სურათი, ვინ არის... ყოფილი "ნაციონალია", მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცა არის საცემი ან საქმეებია გასარჩევი..." - ინგა გრიგოლია

"ვატო წერეთელზე ერთ-ერთი თავდამსხმელი არის დეპუტატი მგალობლიშვილი. ვაჩვენოთ სურათი, ვინ არის... ყოფილი "ნაციონალია", მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ვიღაცა არის საცემი ან საქმეებია გასარჩევი. "ქართულო ოცნებავ", "გაქოცებული ნაცი" ხომ ცნობილი ტერმინია, როცა კრიტიკულად განწყობილებს აბრალებთ, "ნაცები" ხართო. თქვენს წიაღში ჩაიხედეთ კარგად..." - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები... ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ. წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!", - განაცხადა წერეთელმა.

"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას" ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".