loader

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას.

"დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუძღვებიან.

მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება.

ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება" - ნათქვამია განცხადებაში.