loader

"ომიკრონის" ახალი შტამი BA 5 უკვე საქართველოშია - რა თვისებებით განსხვავდება ის წინა შტამებისგან და როგორ ავირიდოთ თავიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომიკრონის" ახალი შტამი BA 5 უკვე საქართველოშია - რა თვისებებით განსხვავდება ის წინა შტამებისგან და როგორ ავირიდოთ თავიდან

"ომიკრონის" ახალი ქვე შტამი BA 5 უკვე საქართველოშია. ფაქტს ინფექციონისტი პაატა იმნაძე ადასტურებს.

წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა, ფაქტობრივად, გაორმაგდა. ამას თან ერთვის მცირეწლოვნებში გავრცელებული რამდენიმედღიანი ვირუსი, რაც საბოლოო ჯამში კლინიკების გადავსებასაც კი იწვევს.

იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა და საქართველომ კოვიდპანდემია, ფაქტობრივად, დასრულებულად გამოაცხადა, მივიწყებულმა კოვიდმა თითქოს ძალები გაიორმაგა და გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1058 შემთხვევაც აღირიცხა. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც.