"ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს" - ვრცელდება “აზოვსტალის“ მცველების და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების ვიდეო
საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.
"თითქმის ყველა, 99%, ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს, ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.
მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ, ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ვრცლად ambebi.ge