loader

უკრაინამ „აზოვსტალის“ 95 მცველი დაიბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინამ „აზოვსტალის“ 95 მცველი დაიბრუნა

უკრაინამ „აზოვსტალის“ 95 მცველი დაიბრუნა - ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

გონჩარენკო სოციალურ ქსელში სხვა დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ქალაქი მარიუპოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბლოკადაში მოაქციეს. უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.