loader

“ეს არ არის “ტროიკის” პირადი მოსაზრება! 2004-2012 წლებზე პასუხისმგებელი პირების დიდი უმრავლესობა მთავრობაში გყავთ უმაღლეს თანამდებობებზე“ - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ხუნდაძეს, სუბარსა და ყაველაშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს არ არის “ტროიკის” პირადი მოსაზრება! 2004-2012 წლებზე პასუხისმგებელი პირების დიდი უმრავლესობა მთავრობაში გყავთ უმაღლეს თანამდებობებზე“ - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ხუნდაძეს, სუბარსა და ყაველაშვილს მიმართავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხუნდაძეს, სუბარსა და ყაველაშვილს მიმართავს:

“ერთი წინადადება დააკლდა განცხადებას: “ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტრები არიან".

სამარცხვინოა! ბუნებრივია, ეს არ არის “ტროიკის” პირადი მოსაზრება-განცხადება.

ეს პათოსი დიდი ხანია ჟღერდება და ჩანს უმეტესი ოფიციალური პირების მოქმედებებში.

“ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს სამეულმა თქვა” - ამას ვინ დაგიჯერებთ, ან გარეთ, ან შიგნით? ეს ხომ ძირნაყარია და ამას არავინ აღარ შეჭამს.

პ.ს. 2004-2012 წლებზე პასუხისმგებელი პირების დიდი უმრავლესობა მთავრობაში გყავთ უმაღლეს თანამდებობებზე. ის, ვისაც ოცნებიდან ვაგინებდით და ვაკრიტიკებდით, ახლაც ვაგინებთ, ისევ მანდ არიან, არსად არ გაგიშვიათ, პირიქით, 2, 3 ან 4 საფეხურით დააწინაურეთ - ზონდერ გრუპენ ბლიად.

პ.პ.ს. თაროებზე გიდევთ უმძიმესი დანაშაულების საქმეები (ერთხელ უკვე შეგახსენეთ), მტვერი დაედო, რითაც უმძიმეს ბრალდებებს წაუყენებდით თქვენს “მტრებს”. კიდევ შეგახსენებთ მალე… მარაზმის პიკშია ქვეყანა“ - წერს სოსო გოგაშვილი.