loader

"ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი, თუ უკვე არ შემოგვიტია" - დავით გადელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი, თუ უკვე არ შემოგვიტია" - დავით გადელია

"ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი, თუ უკვე არ შემოგვიტია" - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს.

"როგორც წესი, საყვედურს საკუთარი თავით ვიწყებ ხოლმე: ძალიან გავთამამდი და გავუბერე, საერთოდ აღარ ვიკეთებ პირბადეს. ძირითადად, იმიტომ, რომ ალერგია მომცა სახეზე.

მანამდე ერთი წუთითაც არ ვიშორებდი და მთელი პანდემია "სუფთად" გადავრჩი. ახლა ვშიშობ, ჩემი გათამამება ფასი დამიჯდება...

ცოტა იმის იმედიც მაქვს, რომ ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს. თუმცა არც ესაა მთლად უხიფათო...

სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ და ისეთი პირი უჩანს - კვლავ შემოგვიტევს კოვიდი, თუ უკვე არ შემოგვიტია..." - წერს დავით გადელია.