loader

ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ დახურული ღონისძიება უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული - მიმდებარედ იმყოფებიან „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ დახურული ღონისძიება უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული - მიმდებარედ იმყოფებიან „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები

თბილისში, ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა, მარიამ კვარაცხელიამ განუცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”.

მისივე განმარტებით, ჩვენებას დაესწრებიან მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. ღონისძიებაზე უკვე მივიდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი.

“პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან. საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, - აცხადებს “თბილისი პრაიდის წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია.

ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები.

როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ “თბილისი პრაიდი” დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს, „პრაიდის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კვირეული გამართვის საშუალებას მათ არ მისცემენ.