loader

"აი, რა გააკეთეს ამ ნაბი***ებმა... თქვენ დამნაშავეები ხართ..." - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, რა გააკეთეს ამ ნაბი***ებმა... თქვენ დამნაშავეები ხართ..." - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვიდეომიმართვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრიდან, სადაც რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"აი, რა გააკეთეს ამ ნაბი***ებმა...

საშინელი წარმოსადგენია, რას განიცდიდნენ თავდასხმისას უკრაინელები, რომლებიც აქ საყიდლებზე იმყოფებოდნენ...

ნაბი***ებო, ხედავთ, აქ რა იყიდებოდა? - წვენი, ლუდი...

თქვენ დამნაშავეები ხართ უკრაინელების მკვლელობაში, არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რუსი ხალხი, მათ გარდა, ვინც უკრაინას მხარს უჭერს" - ამბობს გერაშენკო.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა. გუშინ რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.