"ამ ფაქტის უკან დავით იაკოაშვილი დგას; ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა" - ელენე ხოშტარიას ბრიფინგი
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.
როგორც ხოშტარია განმარტავს, აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა.
"ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა", - ამბობს ხოშტარია.