“კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არაა დაკავშირებული; ვინც ამაზე საუბრობს, საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში“ - შალვა პაპუაშვილი
ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზს თესავენ ის ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ, მათ შორის, კანდიდატის სტატუსზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული.