loader

იხილეთ 2022 წლის ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებების ჩამონათვალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იხილეთ 2022 წლის ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებების ჩამონათვალი

"ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

N39, N173, N177, N191, N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან.