loader

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლტავის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„18 გარდაცვლილი. გულწრფელი სამძიმარი ნათესავებსა და მეგობრებს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა ლუნინმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.