loader

"ნასედკები" იყვნენ გუნდში... ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნასედკები" იყვნენ გუნდში... ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე?

კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ „დავერბოვკებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა კითხვაზე, არის თუ არა „ქართულ ოცნებაზე“ ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ის, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრები ამაზე ღიად საუბრობენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან“.

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში, იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ვერ იქნება ვერც ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლებაში მის მიერ დატოვებული ხალხია.

„ეს გუნდი თავის დროზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. მეც ვარ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოსული ამ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი [კალაძე]... რომ გავყვეთ მთელ გუნდს, ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებნი ვინც არიან, ყველა თავის დროზე არის, რა თქმა უნდა, მისი მოყვანილი. აბა, ვისი მოყვანილი უნდა იყოს ეს გუნდი? მან დააფუძნა ეს პოლიტიკური პარტია, იყო პრემიერი, მერე იყო პარტიის თავმჯდომარე და აბა, ვის უნდა მოეყვანა ეს ხალხი? პოლიტიკიდან რომ გავიდა ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ დატოვებული ხალხი უნდა წასულიყო „ქართული ოცნებიდან“ და სააკაშვილის მიერ მოყვანილი ხალხი უნდა მოსულიყო „ქართულ ოცნებაში“?“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.