loader

"სიქსტეს კაპელაში ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი" - გია მურღულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიქსტეს კაპელაში ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი" - გია მურღულია

ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში გუშინ პირველად გაისმა. ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფილოლოგი გია მურღულია:

"გოეთეს სიტყვებია:“ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს, ის ვერასდროს გაიგებს, რის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს”. მართალია! – და მიქელანჯელომ ეს დაიმსახურა.

კიდევ ერთი რამ არის მართალი: ვისაც ქართული საგალობლები არ მოუსმენია, ის, რამდენიმე სხვა შემთხვევასთან ერთად, ძნელად თუ გაიგებს, რა შეუძლია მთელ ერს. გუშინ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.

ამ დღეს სიქსტეს კაპელაში ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი. ამ სიტყვებში პათეტიკის მისხალსაც კი არ ვგულისხმობ – ეს გონიერი, რაციონალური, იმედიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული საქართველოს ფიქრი და განწყობაა. ჯერ საკუთარ თავში იმარჯვებ და შემდეგ – მის გარეთ!