loader

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

კერძოდ, პრეზიდენტმა მიიწვია G7, შეუერთდეს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გაკეთებულ მიმართვაში ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღო.

უკრაინის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მომავალში შესაძლებელს გახდის ისეთი კონფლიქტების თავიდან აცილებას, როგორიცაა რუსული აგრესია.