loader

ლევან დავითაშვილი დავით არახამიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან დავითაშვილი დავით არახამიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ დავით არახამიას განცხადებას ცრუს და არასერიოზულს უწოდებს.

მისი თქმით, არახამიას ბრალდებები ფაქტებით არაა გამყარებული და ეს არის შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში.

„რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც არაერთხელ მოგვისმენია, აქამდე ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომელთაც არანაირი ფაქტი არ ამყარებს. დღესაც მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. როდესაც ნებისმიერი ადამიანი სხვას ბრალს სდებს, ეს უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ამასთან, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი შესაძლოა ეთნიკურად ქართველი იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელა.

არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.