loader

დავით არახამია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით არახამია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.

არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების ინფორმირება იმ სქემების შესახებ, რომლებითაც რუსეთი სარგებლობს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

ერთ-ერთი ასეთი არის ქართული იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა აშშ-სთვის, მოვისმინეთ ბევრი სიტყვა სხვადსახვა ქართველი მაღალჩინოსნისგან, რომ თითქოსდა ეს სიმართლე არ არის.

მაგრამ დროთა განმავლობაში გაჩნდა სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, რომლებიც ჩემს სიტყვებს ამტკიცებს.

მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. და რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

მაგრამ მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს. არ იქნება და ბატონი ივანიშვილი პირველი უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არ იქნება", - განაცხადა არახამიამ.

წყარო: IPN.GE