რუსეთში, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალის დეფოლტია
რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო. Bloomberg-ი განმარტავს, რუსეთს აქვს ფული გადასახდელად და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.