ექიმებმა მარნეულში მე-5 სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს - დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა
ექიმებმა მარნეულში მე-5 სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს, დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. დაშავებული 8 წლის ბავშვი და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა - ერთი ოჯახის წევრები არიან.
"შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა", - განაცხადა ექიმმა.
ვიდეო: "რუსთავი 2"