ისტორიული კადრები - ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, პატრიარქის მიერ დაწერილი “კირიე ელეისონი“ შესრულდა
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.
მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.
კონცერტის დაწყებამდე სიქსტის კაპელაში შეკრებილებს სიტყვით წმიდა საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტმა, კარდინალმა კურტ კოხმა მიმართა. ისტორიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა კარდინალებიც.