“ღვარცოფებმა გზებზე ხრეში ჩამოიტანა, გადაადგილება შეჩერებულია“ - რა ხდება ამ წუთებში გუდაურის გზაზე
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გუდაურის გზაზე არსებული ვითარების შესახებ წერს და ვიდეოს ავრცელებს:
“გუდაურის გზაზე ძალიან გართულდა გადაადგილება.
ღვარცოფებმა გზებზე ხრეში ჩამოიტანა.
ამას ემატება უკულტურო მძღოლებიც, განსაკუთრებით ჯიპიანები, რომლებიც გადასწრების სურვილით გზები ჩახერგეს.
ნახევარი საათია, გუდაურთან გადაადგილება შეჩერებულია.“ - წერს ჩანადირი.