loader

ახალი დეტალები ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - რა ინფორმაცია მიაწოდა ოქროს მოწმემ მოკლულის ოჯახს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - რა ინფორმაცია მიაწოდა ოქროს მოწმემ მოკლულის ოჯახს

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ირაკლი აბულაძე უკვე იმყოფებოდა მოკლულის ოჯახში და მომხდარის დეტალებზე მათ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი აბულაძის თქმით, როდესაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილს მიმართულებით 20-ზე მეტი ტყვია გაისროლეს, მან ავტომობილი გააჩერა და გაქცევა სცადა, რა დროსაც დამნაშავეები მას მოუწოდებდნენ, რომ გაჩერებულიყო. აპირებდნენ თუ არა მისთვისაც სროლას, ეს უცნობია.

ირაკლი აბულაძე ამ დრომდე არ პასუხობს "კურიერის" ზარებს.

გარდა ამისა, თბილისის სამმართველოში დღეს მოწმეებს ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაიბარა იმ ავტობუსის მგზავრები, რომელთაც წყნეთის გზატკეცილზე - დანაშაულის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაიარეს.