loader

“როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა...“ - რას აცხადებს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა...“ - რას აცხადებს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დედის გული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და წონასწორობის დაცვა უჭირს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებისას ბრიუსელში მისი ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„აშკარად სისუსტე აქვს იმიტომ, რომ როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ჯანმრთელობის მხრივ, ჩემი თვალით, თითქოს ძველებურად არის. ბრიუსელის ამბები მოვუყევი, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან გადატვირთული რამდენიმე დღე გვქონდა. იქ არიან ადამიანები ჯგუფი, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოს საკითხზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება, ვიდრე ჩვენ. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი“, - განაცხადა ალასანიამ.

ვიდეო: მთავარი არხი