"ლევან კაჭარავა საფრანგეთიდან მამის ორმოცისთვის ჩამოვიდა" - რას ამბობენ მეზობლები გუშინ წყნეთის გზაზე მოკლულ ბიზნესმენზე
ბიზნემსენი ლევან კაჭარავა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა.
ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე, გუშინ მოკლეს. ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
ვიდეო: "ტვ პირველი".