loader

ბაგებში, სადაც ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაგებში, სადაც ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ - კადრები ადგილიდან

ბაგებში, წყნეთის გზაზე, სადაც დღეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

ბიზნესმენის მანქანას რამდენიმე საათის წინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.