loader

"ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო…" - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო…" - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილზე

ნიკოლოზ წულუკიძე მომღერალ ლევან კბილაშვილის გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს, რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.

რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლევანის შემოქმედება. დიდი გულის ბიჭი იყო“.