loader

ვინ იყო თბილისში, ბაგებში მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავა და რა ბიზნესებს ფლობდა ის, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო თბილისში, ბაგებში მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავა და რა ბიზნესებს ფლობდა ის, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ

ვინ იყო თბილიში, ბაგებში მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავა და რა ბიზნესებს ფლობდა ის, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ:

ლევან კაჭარავა დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა 1986 წელს. 1986—1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.

ლევან კაჭარავა შპს „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ მუშაობის პერიოდში იყო რეგიონის ლიდერი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ იყო ატლანტის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი 1996 წელს.

1995–1996 წლებში ლევან კაჭარავამ გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. კომპანია თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „TOTAL“, „ELFE“, „VITOL“, „ARMOGAR“, „ADDAX-ORYX GROUP“. იმავე წლებში „Silk Road Group“ აფართოებს თავის ბიზნეს არეალს: აფუძნებს ბანკს, ინტერესების სფერო მოიცავს ასევე ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს.

2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group-ს“ და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.

2008 წელს პარტნიორებთან ერთად გამოისყიდა სახელმწიფოსგან თბილისის წყლის კომპანია. 2008 წელს, ჰოლანდიაში მან დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Petrolia“ Logistics Solutions BV.

2013 წლის დასაწყისში, კაჭარავამ ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Logistics Solutions BV“. კომპანია ახორციელებს ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას და ფლობს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში. კომპანია ასევე ფლობას და მართავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამაცივრე კომპლექსებს ფოთში და თბილისში, საერთო მოცულობით 15,000 ტონა.

„MULTIPLEX“-ის სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჩინურ-ყაზახური „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და „Multiplex Petrolia Logistics Solutions“ აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის ტრანსკასპიური მიმართულების დერეფნის განვითარებაში.

2017 წლიდან „MULTIPLEX“-მა, ქართველ ინვესტორ, ვ. გელოვანთან ერთად დააფინანსა ახალი პროექტი, World Class-ის სპორტული კლუბების ქსელის შექმნა საქართველოში და ამიერკავკასიაში. კომპანიამ მოიპოვა ფრენჩაიზი საერთაშორისო ოპერატორ „World Class GLobal“-ისაგან და 2017 წლის შემოდგომაზე გახსნა თავისი პირველი ფიტნეს კლუბი თბილისში, ფილარმონიის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე.

ამჟამად კომპანია ამუშავებს მეორე, აწ უკვე სრულფორმატიანი სპორტული კომპლექსის პროექტს, რომელიც კომპანიის გეგმით 2020 წლის ბოლოსათვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ამის შემდეგ, კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოში და კავკასიის რეგიონში. სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, „MULTIPLEX“ მუშაობს პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გახსნაზე.

„MULTIPLEX“-ის დაფინანსებით, ქართლი კომპანია „Coreaxes“-ი მუშაობს ბათუმის ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელშიც 2020 წლისათვის უნდა გაიხსნას ლუქს-კლასის სასტუმრო.