loader

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

დღეს, 24 ივნისს სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქს შეხვდა - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა," - წერს საპატრიარქო თავის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინაც სურდა, თუმცა უარი უთხრეს. ინფორმაცია ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა, რასაც ზურაბიშვილის კრიტიკული პასუხი მოჰყვა. პრეზიდენტის შენიშვნა ჯაღმაიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.