"შეშინებულია... ისევ სულელებად გთვლით და ფიქრობს, რომ კიდევ ერთხელ გაჭმევთ" - ზურა ჯაფარიძე
"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
"ის, რომ ივანიშვილი დღეს:
- იყო კონსტრუქციული - იყო ზრდილობიანი
- საუბრობდა პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე
- საუბრობდა ოპოზიციურ მედიაში ოცნების მისვლაზე - გვპირდებოდა, რომ შეასრულებს ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და ა.შ. და ა.შ. მიუთითებს მხოლოდ ორ რამეზე:
1. შეშინებულია
2. ისევ სულელებად გთვლით და ფიქრობს, რომ კიდევ ერთხელ გაჭმევთ
დღეს, 20.00-ზე, რუსთაველზე" - წერს ზურა ჯაფარიძე.