"რაც შეეხება ჩემ გადადგომას..." - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე?
„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე, შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მე-8-ჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.